აშშ-ის 101-ე საჰაერო სადესანტო დივიზია, რომელიც ცნობილია როგორც „მყვირალა არწივები“, ევროპაში 80 წლის შემდეგ ბრუნდება.
ამერიკის შეერთებული შტატები NATO-ს ელიტარულ საჰაერო-სადესანტო დივიზიის ჯარებს ევროპაში აგზავნის.
101-ე საჰაერო სადესანტო დივიზიის 2400 ჯარისკაცი რუმინეთში, ბულგარეთში, უნგრეთსა და სლოვაკეთში განთავსდება.
„80 წლის შემდეგ, 101-ე საჰაერო სადესანტო დივიზია, რომელიც ცნობილია როგორც „მყვირალა არწივები“, ბრუნდება ევროპაში. თითქმის 2400 ჯარისკაცი განლაგდება რუმინეთში, ბულგარეთში, უნგრეთსა და სლოვაკეთში, რათა დაიცვან NATO-ს აღმოსავლეთი ფლანგი, მხარი დაიჭირონ ჩვენს მოკავშირეებს და შეაკავონ ჩვენი მოწინააღმდეგეები“, - ნათქვამია NATO-ში აშშ-ის მისიის განცხადებაში.
აშშ-ის არმიის 101-ე დივიზია, მეორე მსოფლიო ომის დროს ევროპაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში აქტიურად მონაწილეობდა, მათ შორის 1944 წელს ნორმანდიაში მოკავშირეთა დესანტის გადმოსხმის სამხედრო ოპერაციაში.